ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთობლივი გამოყენება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთობლივი გამოყენება - (ფრ. პოლიტოქსიკომანია) multiple drug use (French: polytoxicomanie)] – ინდივიდის მიერ ორი და მეტი ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდროული ან თანმიმდევრული მიღება ერთმანეთის მოქმედების გაძლიერების ან დათრგუნვის მიზნით.

ტერმინი არალეგალური მოხმარების მნიშვნელობის მატარებელიცაა, თუმცა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ალკოჰოლი, ნიკოტინი და კოფეინი ის ნივთიერებებია, რომლებიც ხშირად გამოიყენება სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთობლივი გამოყენებით გამოწვეული აშლილობები დსკ მე-10-ის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც „ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები დაკავშირებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოსმარებასთან“.

ფრანგული ტერმინი „პოლიტოქსიკომანია“ ანალოგიური მნიშვნელობის მატარებელია, მაგრამ ამ დროს იგულისხმენა დამოკიდებულების არსებობა ერთ-ერთი ნივთიერების მიმართ.

სინონიმი

ფსიქოაქტიური ნივთიერებების კომბინირებული გამოყენება



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები