ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი ან ალკოჰოლისადმი ავადმყოფური ლტოლვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი ან ალკოჰოლისადმი ავადმყოფური ლტოლვა - (ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ადდიქცია), (addiction, drug or alcohol), ფსიქოაქტიური ნივთიერებების ან ნივთიერების განმეორებით მოხმარება იმ რაოდენობით, რომ მომხმარებელი (ავადმყოფური ლტოლვის მქონე პიროვნება) პერიოდულად ან მუდმივად იმყოფება ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, გააჩნია აღნიშნული ნივთიერებების ან ნივთიერების მიღების აკვიატებული სურვილი, თავისი ნებით ძალიან ძნელად წყვეტს აღნიშნული ნივთიერების მიღებას ან ცვლის მას სხვა ნივთიერებით, დიდ სიმტკიცეს ავლენს, რათა მოიპოვოს იგი ნებისმიერი საშუალებით.

დამახასიათებელია მნიშვნელოვანი ტოლერანტობა, ნივთიერების მიღების შეწყვეტისას ხშირად ვითარდება აღკვეთის სინდრომი. რაიმე ნივთიერების მიმართ ავადმყოფური ლტოლვის მქონე პიროვნების ცხოვრებაში ამ ნივთიერების მოხმარება დომინირებულ ელემენტს წარმოადგენს, მისი სხვა მოქმედება-ვალდებულებების სრულ გამორიცხვამდეც კი. ტერმინი „ავადმყოფური ლტოლვა (ადდიქცია)“ გამოხატავს იმასაც, რომ ნივთიერების ამ სახის მოხმარება იწვევს მავნე ზემოქმედბას როგორც ინდივიდზე, ასევე საზოგადოებაზე. ალკოჰოლის მიმართ აღნიშნული ლტოლვის ეკვივალენტურ ტერმინს ალკოჰოლიზმი წარმოადგენს.

ტერმინი „ავადმყოფური ლტოლვა (ადდიქცია)“ გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობითაც. მრავალი ავტორის მიერ იგი განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ერთეული – ჯანმრთელობის რღვევის გამომწვევი მოშლილობა, რომელიც ურყევად პროგრესირებს და დამყარებულია ფსიქოაქტიური ნივთიერებების ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე. 20-იან-60-იან წლებში იყო მცდელობა ავადმყოფური ლტოლვის (ადდიქცია) და „მიჩვევის“ (ნაკლებად მძიმე ფსიქოლოგიური ადაპტაცია) დიფერენცირებისა. 60-იან წლებში ჯანმოს გადაწყვეტილებით ორივე ტერმინი მოიხსნა და შემოტანილ იქნა ტერმინი – დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით.

ტერმინი „ავადმყოფური ლტოლვა“ (ადდიქცია) დსკ მე-10 საერთაშორისო გადასინჯვაში არ წარმოადგენს დიაგნოსტიკურ ტერმინს, მაგრამ მაინც ფართოდ გამოიყენება როგორც პროფესიონალებში, ასევე ყოფა-ცხოვრებაში.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები