ფრიქციული უმუშევრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრიქციული უმუშევრობა - (frictional unemployment), დროებითი ნებაყოფლობითი დაუსაქმებლობა, რაც დაკავშირებულია ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლასთან, ან კიდევ, დროებითი სამუშაოდან დათხოვნასთან. ტრადიციულად განიხილება როგორც „უმუშევრობა სამუშაოს ძებნის დროს“ და იმ ვაკანსიების ტოლია, რომელიც არსებობს შრომის ბაზარზე მოცემულ პროფესიებში. იმისთვის, რომ მუშაკმა „იპოვოს“ თავისი სამუშაო, საჭიროა დრო, ამიტომ უმუშევრობა და შეუვსებელი ვაკანსიები ყოველთვის არსებობს ერთდროულად. უკანასკნელ პერიოდში ფრიქციული უმუშევრობის ფორმებად განიხილება სპეკულაციური და მოლოდინის უმუშევრობა. სპეკულაციური უმუშევრობა წარმოიქმნება რეალური ხელფასის დროებითი დაცემის შედეგად. ასეთ სიტუაციაში ზოგიერთი მუშაკი, ელოდება რა შრომის ანაზღაურების უფრო მაღალ განაკვეთს, ამცირებს თავის სამუშაო დროის მიწოდებას. ეს მოვლენა განიხილება როგორც პასუხი რეალური ხელფასის დროებით შემცირებაზე. მოლოდინის უმუშევრობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სამუშაოს ხასიათი ან შრომის ხელშეკრულების ფორმა აიძულებს მუშაკს უარი თქვას შემოთავაზებულ სამუშაოზე სხვა, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიღების გამო, რომელზედაც მოწყობა მას შეუძლია უფრო მოგვიანებით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები