საღარავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფრეზი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საღარავი

საღარავი (ფრეზი, ფრეზა) [ფრანგ. fraise ნაოჭიანი საყელო; ხბოს ჯორჯალი (მეზენტერიუმი) < ძვ. ფრანგ. fraiser დახუჭუჭება, დაკულულება, დახვევა; ნაჭუჭის, ღენჭებოს, ჩენჩოს, გარსის, ნიჟარის მოცილება < ლათ. frendére გასრესა, გაჭყლეტა; დამარცხება, ჩახშობა, განადგურება]

1. ინსტრუმენტი ერთი ან რამდენიმე მჭრელი პირით (კბილებით; ღარაკის კიდის გასწვრივ განლაგებული კბილებით), რომელიც ბრუნვის დროს ამუშავებს, ღარავს ლითონის თუ სხვა მასალის ზედაპირს.

  • გეომეტრიის მიხედვით ფრეზი არსებობს – კიდური, კონუსური, სოგმანური, ტორსული, ფასონური, ჭიახრახნული, ცილინდრული, დისკური და სხვ.;
  • დასამუშავებელი მასალის მიხედვით – ალუმინის, გრაფიტის, თუჯის, ნაწრთობი ფოლადის, სპილენძის, ფოლადის, ხისა და სხვ.;
  • მჭრელი ნაწილის მიხედვით – ალმასის, ლითონკერამიკის, მაგარი შენადნობის, მინერალური კერამიკის, სწრაფმჭრელი ფოლადისა და სხვ.;
  • კონსტრუქციისა და კბილების ტიპის მიხედვით – მასიური (მთლიანად ერთი მასალისაგან), შენადუღი (ბოლო და მჭრელი ნაწილები შედგება სხვადასხვა მასალისაგან და შეერთებულია ერთმანეთთან შედუღებით), დარჩილული (დარჩილული მჭრელი ელემენტებით) და ასაწყობი.

ფრეზის თავი მზადდება მაგარი შენადნობებისგან დამზადებული შეცვლადი ფირფიტებისაგან ან სწრაფმჭრელი ფოლადისაგან;


2. საგზაო მანქანის სამუშაო ორგანო გრუნტის გაფხვიერება-დაქუცმაცებისათვის, რომელიც პარალელურად ახდენს მის შერევას შემკვრელ მასალებთან. გამოიყენება საგზაო და აეროდრომების საფუძვლების მშენებლობის დროს. საგზაო ფრეზი შეიძლება იყოს თვითმავალი, საკიდი ან მისაბმელი;


3. ნიადაგის, მიწის გასაფხვიერებელი თვითმავალი მანქანა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები