ფოიე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფოიე − (ფრანგ. foyer), თეატრის, კინოს და მისთ. დარბაზი, რომელიც გათვალისწინებულია ანტრაქტების დროს მაყურებელთა დასვენებისა და სეირნობისათვის. თეატრში სამსახიობო ფოიე ეწოდება ანტრაქტების დროს მსახიობთა დასასვენებელი ადგილი.