ფლური ლეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეა ფლური – (დ. 9 სექტემბერი. 1916, სოფ. მატენ-ინტერლიკენი, შვეიცარია გ. 26 აპრილი, 2010 ციურიხი), შვეიცარიელი ქართველოლოგი. პროფესორ კ. ჩხენკელის მოწაფე და ერთ-ერთი თანამშრომელი. ფლურმა საგანგებოდ შეისწავლი პოლიგრაფიული საქმე და ააწყო რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს „ქართული ენის შესავალი“ ორ ტომად და „ქართულ-გერმანული ლექსიკონი“ სამ ტომად. 1974 ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ საგანგებოდ აღნიშნა „ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე“ მომუშავე კოლექტივის ღვაწლი და ლექსიკონის გამოსაცემად გაწვეული მრავალწლიანი მუშაობისათვის), ი. მაშევი და რ. ნოიკომი დააჯილდოვა.

ფლური განაგებდა კ. ჩხენკელის მიერ ციურიხში დაარსებულ გამომცემლობა „ამირანს“, სათავეში ედგა ქართველოლოგიური ლიტერატურის ბეჭდვისა და პოპულარიზაციის საქმეს.

ე. იმნაიშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები