ფირცხალავა კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონსტანტინე ფირცხალავა – დაიბადა 1961 წლის 21 ივლისს თბილისში.
განათლება – კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1983); ასპირანტურა (2000).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პროკურატურის სისტემაში.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, დამოუკიდებელი მაჟორიტარი, აბაშის საარჩევნო ოლქი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).