ფილიპსი ფრენკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრენკ ფილიპსი –(Frank Phillips, 28 ნოემბერი, 1873 – 23 აგვისტო, 1950), ამერიკელი მეწარმე და ბიზნესმენი, ნავთობმომპოვებელი საწარმოს Philips Petroleum Company-ის დამფუძნებელი.

ფრენკ ფილიპსი 1873 წელს, ნებრასკის შტატში, ფერმერის ოჯახში დაიბადა. 1874 წელს კალიების შემოსევის შედეგად მათი ფერმა განადგურდა და სრულიად უსახსროდ დარჩენილი ფილიპსების ოჯახი საცხოვრებლად აიოვას შტატში გადავიდა.

მეწარმის უნარი ფრენკმა ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში გამოავლინა. იგი მამის ფერმაში თავისი მოვალეობის შესრულების შემდეგ მეზობლებთან მიდიოდა კარტოფილის ყანაში სამუშაოდ, რისთვისაც ყოველდღიურად 10 ცენტს ღებულობდა. მას თავისი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით, სათამაშოდ ან გასართობად დრო თითქმის არ რჩებოდა, მაგრამ ჯიბის ფული მათზე მეტი ყოველთვის ჰქონდა.

ერთხელ ახალგაზრდა ფრენკმა ქუჩაში შეამჩნია უკანასკნელი მოდის შარვლით ჩაცმული ადგილობრივი დალაქი. იგი ამის შესახებ ასეი გონებდა: – „იმ მომენტში მე გადავწყვიტე, ოდესმე დამეგროვებინა იმდენი ფული, რომ მეყიდა ჩემთვის ასეთი შარვალი და მეტარებინა იგი არა მხოლოდ გამოსასვლელ დღეებში, არამედ ყოველდღიურად.“

14 წლის ფრენკი დალაქთან შეგირდად მოეწყო.შრომისმოყვარე და საზრიანმა მოზარდმა სწრაფად აითვისა პროფესია. კლიენტების გულის მოგების წყალობით, ის ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო დალაქი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი სალონი გახსნა. რამდენადაც პატარა ქალაქის საპარიკმახეროში ხალხი დადის არა მხოლოდ გასაკრეჭად და გასაპარსად, არამედ მეზობლებთან თავშესაქცევადაც, ფრენკმა გადაწყვიტა აქვე მოესინჯა სხვადასხვა საქონლით (სიგარები, თამბაქოს ნაწარმი, თმის ზეთები და ა. შ.) ვაჭრობა. საქონელი კარგად იყიდებოდა და ეს გამოცდილება დაეხმარა მას აეთვისებინა მარკეტინგის ძირითადი პრინციპი – საჭიროა მიხვდე და გააღვიძო მყიდველის სურვილი და გემოვნება. შემდეგში ეს პრინციპი შესანიშნავად გამოიყენა საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებში.მანამდე კი ფრენკმა გადაწყვიტა, თავისი თანამშრომლებისთვის ჩაენერგა სამეწარმეო სულისკვეთება – ყოველი ახალი კლიენტისთვის მოეხდინათ ანაზღაურება საკომისი ოწესით. ყოველივე ამის შედეგად იგი მოსვლიდან 10 წლის შემდეგ ქალაქში არსებული სამივე საპარიკმახეროს მესაკუთრე გახდა.


1897 წელს, ფრენკ ფილიპსი დაქორწინდა მდიდარი ბანკირის ქალიშვილზე – ჯეის გიბსონზე (Jase Gibson). უმოკლეს დროში მან გაყიდა სამივე საპარიკმახერო და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო. 1903 წელს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ფრენკი იგებს, რომ ქვეყნის სამხრეთით ნავთობი აღმოაჩინეს. იგი ინტერესდება ამ საქმით და ოკლაჰომას შტატის ქ. ბარტსვილში „ენკორ ოილ ენდ გეზ“-ის (Encor Oil and Gas) სახელწოდებით აარსებს ახალ კომპანიას, თან მიჰყავს უმცროსი ძმა.

პირველი სამი ჭაბურღილი უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო მეოთხეს – სახელწოდებით „ანა ანდერსონი“, (Anna Anderson) (წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ცდა ბოლო ყოფილიყო) ნავთობის ძლიერი შადრევანი მოჰყვა და კომპანიამ თანდათან ძალა მოიკრიბა.

მიუხედავად ამისა, ფრენკმა და მისმა ძმამ გადაწყვიტეს გაეყიდათ საკუთარი წილი კომპანიაში და ძალა საბანკო საქმიანობაში მოესინჯათ. 1906 წელს მათ დააარსეს „სითიზენს ბენკ ენდ თრასთი“ (Citizens Bank and Trust), – 50 ათასი დოლარის ძირითადი კაპიტალის ოდენობით. სამი წლის შემდეგ იყიდეს ერთ-ერთი კონკურენტი ბანკი, გააერთიანეს ორივე და „ბარტსვილ ნეშნლ ბენკ”-ის (Bartswil National Bank) სახელწოდებით ახალი ბანკი დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპსები ბანკირები გახდნენ, არ ივიწყებდნენ ნავთობის სამუშაოებსაც, წლების მანძილზე აფინანსებდნენ მცირე საწარმოებს, რომლებიც ბურღვით სამუშაოებს ასრულებდნენ. ფრენკ ფილიპსი მაშინ საკუთარი საბანკო ქსელის შექმნის იდეით იყო გატაცებული. ფიქრობდა იმაზეც, ჩამოშორებოდა თუ არა ნავთობის მრეწველობას, მაგრამ ამ დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად აიწია. თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი მანამდე 40 ცენტი იყო, ახლა უკვე დოლარზე მეტი ღირდა. 1917 წელს ფრენკ ფილიპსმა და მისმა ძმამ გადაწყვიტეს ნავთობის მრეწველობაში აქციების გაერთიანება და ახალი ფირმა „ფილიპს პეტროლეუმ კომპანი“ (Philips Petroleum Company) დააარსეს. ამ ფირმამ დიდ წარმატებებს მიაღწია. ერთ-ერთი საიდუმლოებას წრაფი წარმატებისა ინვესტორების მოზიდვასა და მათგან სესხის მიღებაში გამოიხატა. ნავთობის მრეწველობის დაფინანსება იმ დროისთვის დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ფილიპსი ინვესტორებთან ურთიერთობის ხერხებს შესანიშნავად ფლობდა: საბანკო თამაშების საიდუმლოება – რა სახის ინფორმაცია გაემჟღავნებინა და რა არა – ზედმიწევნით იცოდა.

კომპანია „ფილიპს პეტროლეუმი“ აშშ-ში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი საწარმო გახდა. რა იყო ფრენკ ფილიპსის, როგორც მეწარმის წარმატების მიზეზი? რა თქმა უნდა, მდიდარ საცოლესთან ქორწინებამ გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მას სიტუაციის სწორად შეფასების უნარიჰქონდა. იცოდა თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები და იწვევდა იმ დარგის სპეციალისტებს, რომელშიც თვითონ საკმარისად კომპეტენტური არ იყო.



წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები