ფიგურა (ცეკვა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიგურასამეჯლისო ცეკვებსა და ბალეტში – რამდენიმე საცეკვაო ნაბიჯის(პა) შეხამება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და განაწილებულია მუსიკის ტაქტების განსაზღვრულ რაოდენობაზე. სრულდება ორი ან მეტი მოცეკვავის მიერ. ტერმინი ფიგურა ხმარებაში შემოვიდა XVII–XVIII საუკუნეების მიჯნაზე, თავდაპირველად განეკუთვნებოდა ქორეოგრაფიის ჩაწერას და იძლეოდა სამეჯლისო ცეკვაში კავალერთა და მანდილოსანთა მსვლელობის თანმიმდევრულ გრაფიკულ ნახაზს. XVIII საუკუნის დასასრულიდან ტერმინი ფიგურა იგივე მნიშვნელობით გადავიდა ბალეტში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები