ფენიქსი (ფრინველი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენიქსი – (ფოინიქსი) (ბერძნ.) ზღაპრული ფრინველი. ძველების რწმენით, იგი 500 წელიწადში ერთხელ მოფრინდებოდა ხოლმე არაბეთიდან ეგვიპტეში. იქ, ჰელიოპოლისში, ფენიქსი თავის მამას ასაფლავებდა. სხვა მითოსის თანახმად, ფენიქსი იცოცხლებდა რა 500 (სხვა ვერსიით, 1461 ან 7006) წელს, თავს იწვავდა და შემდეგ ფერფლიდან გაახალგაზრდავებული კვლავ აღსდგებოდა.

ანტიკურ ხელოვნებაში ფენიქსს არწივისებურ ფრთოსნად წარმოადგენდნენ, რომელსაც ცეცხლოვანი ან ოქროსფერი ფრთები ჰქონდა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები