ფარდობითობის სპეციალური თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარდობითობის სპეციალური თეორია – ფარდობითობის კერძო თეორია, რომელიც იკვლევს სივრცისა და დროის თვისებებს იმ მიახლოებით, როცა შესაძლებელია გრავიტაციული ეფექტების უგულებელყოფა. ეს თეორია ისტორიულად მომზადდა ჰ. ლორენცისა და ა. პუანკარეს შრომების შედეგად. საბოლოოდ ჩამოაყალიბა აინშტაინმა (1905).