ფარანდულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარანდულა – (ესპ. farandula – პროვანსული საფერხულო ცეკვა), მოხეტიალე თეატრალური დასი XVI საუკუნის ესპანეთში. დასი შედგებოდა სამი მსახიობი ქალისაგან. მათ რეპერტუარში შედიოდა რვა-ათი კომედია. წარმოდგენებს მართავდნენ ქრისტიანულ დღესასწაულებზე.