ფანჯრის ფრთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფანჯრის ფრთა – ასაწყობი ერთეული ჩარჩოვანი კონსტრუქციის ფანჯრის ბლოკისა, რომელიც უერთდება ჩარჩოს სახსრული ან მოსრიალე მაკავშირებლებით. თუ ფრთა ყრუა (არ იღება), მაშინ მისი შეერთება ჩარჩოსთან ხორციელდება უსახსროდ.