ფანცხავა ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილია ფანცხავა – (1906-1986), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი, დაიბადა ქ. ქუთაისში. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, მოსკოვში.

ი. ფანცხავას სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, დროის მცირე მონაკვეთის გამოკლებით, მოსკოვში მიმდინარეობდა. 1946 წლიდან იგი მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგეა. 1959 წელს გადადის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ ათეიზმის თეორიისა და ისტორიის კათედრას, 1974 წლიდან კი - ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე იყო.

ი. ფანცხავას მეცნიერულ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იოანე პეტრიწის ფილოსოფიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან რუსულად თარგმნა პეტრიწის ორიგინალური ნაშრომი - „კომენტარები პროკლეს ფილოსოფიაზე“, რომელიც ორჯერ გამოიცა - პირველად 1941 წელს თბილისში, ხოლო მეორედ - მოსკოეში, 1984 წელს, ფილოსოფიური მემკვიდრეობის სერიის 91-ე ტომში. საკუთრივ პეტრიწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ი. ფანცხავამ დამოუკიდებელი ნაშრომი მიუძღვნა (1982).


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები