ფალოსის კულტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფალოსის კულტი – უძველესი რწმენა-წარმოდგენები, დაკავშირებული ბუნების აღორძინებასთან და სიცოცხლის განახლებასთან. აღნიშნული კულტი საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა ნაყოფიერების მამრობით ძალებს. ეს წარმოდგენები განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მიწათმოქმედ ხალხებში, მათ შორის კავკასიის უძველეს მოსახლეობაში. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია კულტმსახურებისთვის განკუთვნილი ქვის ფალოსის არაერთი სვეტისებური გამოსახულება. ამავე წარმოდგენებს ადასტურებს ფალოსისა და სქესთა ურთიერთობის ამსახველი სცენები ბრინჯაოს ხანის სახვითი ხელოვნების ძეგლებზე.

ასეთი წარმოდგენების ანარეკლი ეთნოგრაფიულ ყოფაშიც არის დამოწმებული. ადრესადღესასწაულო რიტუალებიბოსლობა, მურყვამობა, ბერიკაობა სექსუალური ნიშნით იყო აღბეჭდილი, სადაც განსაკუთრებულად აქცენტირებული იყო ფალოსი. ეს რიტუალები ქართველთა ყოფამ შემოინახა XX საუკუნის 30-იან წლებამდე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები