უსრული წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსრული წინადადება – წინადადება, რომელშიც არ არის წარმოდგენილი დამთავრებული აზრის გადმოსაცემად აუცილებელი ერთი ან ერთზე მეტი წევრი, მაგრამ კონტექსტისა და სიტუაციის მიხედვით შეიძლება მათი აღდგენა. უსრული წინადადებები უმეტესწილად დიალოგებში გვხვდება („სთქვი, რა მოგცე?“ – „რაც შენი ნებაა“, ი. ჭავჭავაძე, თუმცა წინადადების წევრთა გამოტოვება სხვა შემთხვევაშიც ხდება (იხ. ელიფსისი). ზოგი ავტორის აზრით, უსრულია წინადადება როდესაც აკლია რომელიმე მთავარი წევრი (ა. კიზირია, ა. დავითიანი). სხვა თვალსაზრისით, უსრულად მიჩნევისათვის საჭიროა ანგარიში გაუწიოს არამთავარ წევრთა დაკლებასაც (ლ. კვაჭაძე).

ლ. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები