უნაგირა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნაგირა სოკო

უნაგირა სოკო (ლათ. Helvella lacunose Fr., რუს. Лопастник ямчатый),

ქუდი – 2-8 სმ დიამეტრისაა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს. ქუდის კიდეები თავისუფალია ან ოდნავ შეზრდილი ფეხთან; ნაცრისფერია მურა–ნაცრისფერი.

ფეხი – 2-5 სმ სიგრძისაა და 1-1,5 სმ სისქისა, სიგრძივ დაღარულია; ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს რამდენიმე მილია ერთად შედუღებული; ნაცრისფერია ან მოშავო.

სპორიები – ელიფსური 15-17X10-12 მკმ ზომისა, გლუვზედაპირიანი. ჩანთები ცილინდრულია 400 მკმ სიგრძისა და 12-15 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.

იზრდება ნიადაგზე ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

გამოყენება – პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე წინასწარ წყალში უნდა მოიხარშოს 20-30 წთ, ნახარში წყალი კი გადაიღვაროს.



წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები