უთანაზომო სიდიდეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უთანაზომო სიდიდეებიერთგვაროვანი სიდიდეები, რომელთაც საერთო (მთელი) საზომი არა აქვთ.

უთანაზომო სიდიდეების რიცხვითი მნიშვნელობების შეფარდება ირაციონალური რიცხვია.

მაგალითები:

1) უთანაზომო სიდიდეებია კვადრატის დიაგონალი და მისი გვერდი. კვადრატის დიაგონალისა და მისი გვერდის სიგრძეთა შეფარდება ირაციონალური რიცხვია – √2.

2) უთანაზომოა r = 1 რადიუსის წრის ფართობი და ერთეულის ტოლი გვერდის მქონე კვადრატის ფართობი. ეს სიდიდეები უძველეს დროშიც იყვნენ ცნობილი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები