უეკლო ლიმონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უეკლო ლიმონი

უეკლო ლიმონი - წარმოადგენს საინტერესო კლონს. მას ახასითებს საშუალო ზომის ზრდის მრგვალი მეჩხერი ვარჯი. მისი მთავარი თვისებაა უეკლობა, რაც დადებითი და სასურველი მოვლენაა.

ძირითადი ტოტები მსხვილებია 3–4 სმ-მდე. დატოტვის კუთხე უდრის 25–400-ს. ყლორტები მრგვალია, მუქი მწვანე ფერის. ნორჩი და ახალგაზრდა ყლორტები იისფერია.

ფოთოლო მოგრძო და განიერია, მუქი მწვანე ფერის. ყუნწი მოკლეა, 0,8–1,2 სმ. ოდნავ შემორკალული ან მეტად ვიწრო ფრთებით. ყვავილი თითოეულა, ორ-ორი, ან ერთ მუხლში სამი ყვავილია ერთად. ყვავილობა იცის უხვი. ყვავილობს მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე.

ყვავილები საშუალო ზომისაა. ჯამის ფოთოლაკები მწვანეა, გვირგვინის ფურცლები მოგრძო, გარედან ღია ვარდისფერი. მტვრიანები 15–20, ბუტკოს სვეტი ოდნავ მოხრილი და წვრილია.

ნაყოფი მოგრძო ოვალურია, ორივე ბოლოსაკენ წაწვრილებული. ნაყოფი აქვს საშუალო ზომის. მისი სიმაღლე – 8,5–9,5 სმ. დიამეტრი 5,5–6,5 სმ. წონა 145–155 გრამი.

სირბილე ღია მომწვანო-ყვითელია, შედგება 8–9 თანაბარი თხელაპკიანი სეგმენტისაგან. საწვნე უჯრედები უსწორმასწორო და წაგრძელებულია. წვენი იცის უხვი, ის გამჭვირვალე, მოყვიტალო და მჟავე გემოსია. თესლის რაოდენობა ნაყოფში 2–3, ხშირად სრულიად არა აქვს.

ნაყოფის კანი ელასტიკურია, მოყვითალო ტიპიური ლიმონისფერის და არამწარე გემოსი, სისქე 0,3–0,4 სმ.

ამ ჯიშს რემონტატურობა არ ახასიათებს. ყინვებისა და ავადმყოფობისადმი გამძლეობა ისეთივე აქვს, როგორც ყველა ლომონს.

გავრცელებულია ბათუმისა და ქობულეთის რაიონებში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები