ტყვიავის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყვიავის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეევით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,83X4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები სარკმლის საპირეები და ორსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. ლავგარდანი და სახურავი ძლიერაა დაზიანებული. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მცირე სიღრმის რკალური აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ცილინდრული კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა. სახურავი ორფერდაა, ღარიანი კრამიტის.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები