ტყეშელაშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ტყეშელაშვილი

ტყეშელაშვილი გივი – (1959 – 2011), ფსევდონიმი – ადრეული. პოეტი, მწერალი, ისტორიკოსი. დაიბადა სოფელ ბზვანში (ვანი). დაასრულა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდების მცველად. ლექსების პირველი წიგნი – „ციცინათელების კარავი“ – გამოაქვეყნა 1985 წელს. ავტორია ლექსთა კრებულისა „მეტალირიკა“ (2009), ასევე ნაშრომების: „სხვიტორიდან მთაწმინდამდე“, „გელათის საგანძური“, რომან-ქრონიკის – „ყაჩაღი დვალიშვილები“.


გაზაფხულისთვის
ქალაქში მოკვდა მოხუცი ლანდი,
მთვარის ლანდებზე უფრო მაღალი;
სრულიად შობის არისტოკრატი,
სრულიად თიხის შთამომავალი!
ზენაარ! ცეცხლი მაღლდება ცეცხლზე,
მწვანეზე ლურჯი ჩამოდის ფერი
და წვიმას კიდევ არა აქვს სხვა გზა,
ტყვეა და ელავს წინ დეკემბერი.
დაჭკნენ იები, ცრემლების ნაცვლად
ქუხს უფრო მძლავრი: დალაი, დალა...
უხერხულია დღეს ყველა ჯვარცმა,
თავად ჯვარმცმელი ცაში გამდგარა.
და ოთხშაბათის სანდო ანდერძით
მაისის ქვრივი ისევ გარეთ ზის.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები