ტყავი (სამოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყავი - ხევსური დედაკაცის საზამთრო სამოსელია. მას საბეწვგარეთოც ეწოდება. ამზადებენ ცხვრის, თხის ან ჯიხვის ტყავისაგან. ტყავებს გემნით ზელდნენ, გამოიყვანდნენ და გამოჭრიდნენ, ბეწვი შიგნიდან მოექცეოდა.

კერვას ზურგის ტყავიდან იწყებდნენ, დანარჩენ ნაწილებს ისე გააწყობდნენ, რომ ზურგი და კალთის ველნი „შუა შეყრილიყვნენ“. შეკერილ ტყავს „საყელფარაგს“ გაუწყობდნენ ფარაგზე მაშაგს (ცხვრის ტყავია შავი) მოაკერებდნენ. მამაკაცისგან განსხვავებით დედაკაცისათვის განკუთვნილ ტყავს საყელოზე „სამწვავეს“-ს (ხბოს ტყავის ქობას) ან მაშტაგს- (ბატკნის ტყავის ზოლი) შემოავლებდნენ. სადიაცო ტყავის მხარს ერთი მტკაველი და ერთი ხელის ზომა განი უნდა ჰქონოდა.

წყარო

ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები