ტუსიშვილი (მთარგმნელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტუსიშვილისაზღაპრო ეპოსისვარშაყანიანის“ საეგებიო მთარგმნელი.

თხზულებაში მოთხრობილია ფალავან ვარშაყის ზღაპრული თავგადასავალი, მისი ბრძოლა დევებთან და ბუმბერაზებთან. შემონახულია თხზულების ერთადერთი ნუსხა, XIX ს. ხელით გადაწერილი. 1885 წ. თბილისში გამოსცეს თხზულების პირველი თავი. გამოცემის წინასიტყვა გვაუწყებს — XVIII საუკუნის ერთი კატალოგის ცნობით, თხზულება XIII საუკუნეში უთარგმნიაო ვინმე ტუსიშვილს, დავით ნარინის თანამედროვეს. აღნიშნული კატალოგი მეცნიერთათვის უცნობია. თხზულების ხელნაწერი ამჟღავნებს მსგავსებას „ამირანდარეჯანიანთან“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები