ტრიმესტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიმესტრი - ტრიმესტრი არის სასწავლო წლის ნაწილი. სასწავლო წელი მინიმუმ 36 კალენდარულ კვირას გრძელდება და იყოფა 3 ტრიმესტრად. სასწავლო წლის სამ ნაწილად დაყოფა მეტ საშუალებას იძლევა სკოლის საათობრივი ბადის მოქნილად შედგენისა და მოსწავლეთა შუალედური შეფასებებისათვის. ეს კი ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას.