ტრიედრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოორდინატთა ბუნებრივი სისტემა

ტრიედრი – (ბერძნ. tri – რთულ სიტყვებში – სამი და hedra – ფუძე, წახნაგი).

ერთი წერტილიდან გამოსული სამი ურთიერთმართობული ერთეულოვანი ვექტორის ერთობლიობა (სისტემა). ტრიედრი დიდ როლს ასრულებს დიფერენციალურ გეომეტრიაში სივრცითი წირების თვისებების შესწავლისას, როდესაც განიხილება მოძრავი ტრიედრი, რომლის სათავე ემთხვევა წირის მოძრავ წერტილს, ხოლო ერთეულოვანი ვექტორებიდან ერთ ვექტორს (Koo001+.png) აქვს წირის მხების მიმართულება, მეორეს (Osto011.png) – მთავარი ნორმალის მიმართულება, ხოლო მესამეს (Koo005.png) – ბინორმალის მიმართულება. წირზე წერტილის მოძრაობისას ეს ვექტორები იცვლიან მიმართულებას, მაგრამ ყოველთვის რჩებიან ურთიერთმართობულები.

ტრიედრს ზოგჯერ ბუნებრივ სამღერძს (კოორდინატთა ბუნებრივ სისტემას) ან სერე-ფრენეს სამწახნაგას უწოდებენ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები