ტრანსფერი (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსფერი - (transfer, ლათ. transferre გადატანა),

  1. ფულის გადაგზავნა ერთი საფინანსო დაწესებულებიდან მეორეში ან ქვეყნიდან ქვეყანაში;
  2. სახელობითი ფასიანი ქაღალდების გადაფორმება ერთი მფლობელიდან მეორეზე;
  3. გარიგების გადატანა ერთი ანგარიშიდან მეორეზე;
  4. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გადანაწილების ერთ-ერთი ფორმა. ფულადი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ხელმოკლე მოქალაქეებზე სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით. ტრანსფერს გასცემენ აგრეთვე ფირმები და კერძო პირები საქველმოქმედო შენატანების სახით. ტრანსფერული გადასახდელი წარმოებრივ საქმიანობას არ უკავშირდება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები