ტიტანიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტიტანიდები – (ბერძნ.) ტიტანთა დები. ურანოსისა და გეას ასულები: თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, ტეთისი.
არსებობს სხვა ნუსხაც, სადაც მნემოსინესა და თემისის ნაცვლად დასახელებულნი არიან კლიმენე და ევრიბიე. ტიტანიდებად უხმობდნენ აგრეთვე ურანოსისა და გეას შვილიშვილებს: ლეტოს, ასტერიას, სელენეს, ეოსსა და სხვებს.