ტიკოზური აშლილობა კომბინირებული ვოკალური და მრავლობითი მოტორული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიკოზური აშლილობა კომბინირებული ვოკალური და მრავლობითი მოტორული - (ტურეტის სინდრომი) - (F95.2), (tic disorder, combined vocal and multiple motor) - (Tourette syndrome), ტიკოზური აშლილობის ფორმა, როდესაც აღინიშნება ან აღინიშნებოდა მრავლობითი მოძრაობითი (მოტორული) და ერთი ან მეტი ხმოვანი (ვოკალური) ტიკები; მათი ერთდროული არსებობა აუცილებელი არ არის.

აშლილობა მოზარდთა ასაკში მძაფრდება და, როგორც წესი, მრავლობითია, უეცარი, აფეთქებითი, ბგერების წარმოთქმის განმეორებით, დახველებით, ბუზღუნით, შესაძლოა აგრეთვე, უწმაწური სიტყვებისა და ფრაზების ხმარება. ხშირად მათ თან სდევს ჟესტიკულაციური ექოპრაქსია, რომელიც შესაძლოა ურცხვ ხასიათს ატარებდეს (კოპროფრაქსია).

სინონიმი

სინდრომი, ჟილ დე ლა ტურეტის

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები