ტიბერინუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიბერინუსი(რომ.) მდინარე ტიბერისის ღვთაება.

რომაელებს სჯეროდათ, რომ ტიბერინუსი იყო ქალაქ ალბას მეფე, რომელიც მდინარე ალბულაში დაიხრჩო. მას შემდეგ დაურქმევიათ ამ მდინარისათვის ტიბერისი. სხვა მითოსის თანახმად, ტიბერინუსმა მდინარეში ჩავარდნილი რეა სილვია გადაარჩინა და ცოლადაც შეირთო. მადლიერმა ხალხმა კი მდინარეს მისი სახელი უწოდა.

ტიბერინუსის სახელზე აღმართული ტაძარი მდებარეობდა მდინარე ტიბერისის ერთ-ერთ კუნძულზე. ამ მდინარეს რომაელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ იგი ხშირად მოიხსენებოდა ქურუმთა ლოცვებში. 7 ივნისს, 27 აგვისტოსა და 8 დეკემბერს ტიბერინუსისადმი მიძღვნილი ზეიმები იმართებოდა რომში. ჩვენამდე შემორჩა ამ ღმერთის ქანდაკება ნიჩბით, სიუხვის რქით, მგლითა და ჩვილი რომულუსითა და რემუსით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები