ტაშისკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაშისკარი — ისტორიული სოფელია შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 10 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 360 ადამიანი.


ქართული ხალხური ტრადიციული გადმოცემის მიხედვით ტოპონიმი ტაშისკარი ნიშნავს: „ხელისგულივით სწორი, ვაკე ადგილი“, საგულისხმოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ისტორიულ ტაშ-ირ- ფორმაშიც სწორედ ამ მნიშვნელობას დებდა: „ტაშირი - სივაკისათჳს“. სამაგიეროდ ვახუშტი არის ის მკვლევარი, რომელმაც მოგვცა ტაშისკარის პირველი, მეცნიერულად სარწმუნო ეტიმოლოგია: „აქ, მოვიწროებულსა შინა, არს განსავალი კარი. ქართლიდამ ჴეობასა შინა სავალი, ამის მიერ ეწოდა ტაშის -კარი (ესე არს ქვის-კარი)“. მართალია, ვახუშტი ბატონიშვილი, საგანგებოდ არაფერს ამბობს ტაშ- სიტყვის წარმომავლობაზე, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ თურქულ ტაშ- („ქვა, კლდე”) სიტყვა დასდებია საფუძვლად ტაშისკარი-ს წარმოშობას. ტაშისკარი, როგორც ირკვევა, ჰიბრიდული წარმოების სახელი ყოფილა; ნათესაობით ბრუნვაში დასმულ თურქულ ტაშ სიტყვას ქართული საზღვრული კარ-ი ტაშისკარ- ფორმისაგან მიღებულ სახელად მიიჩნევს ზ ჭუმბურიძე.

ანეკდოტურია კ. ჰანის მიერ შემოთავაზებული თვალსაზრისი ტაშისკარის წარმოშობის თაობაზე. იგი ფიქრობდა, რომ ტოპონიმის პირველი ფუძე (ტაშ-) ქართულ ტაშტ- სიტყვას უკავშირდებოდა. მისი რწმენით ადგილობრივი მცხოვრებნი მტრის (თურქების), შემოსევის დროს სპილენძის ტაშტებს ურტყამდნენ და თავისიანებს მოსალოდნელ საფრთხეს ასეთი წესით ატყობინებდნენო. საფიქრებელია, რომ კ.ჰანის ეს მოსაზრება რომელიმე ხალხური გადმოცემისაგან მომდინარეობდეს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები