ტალღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტალღა (ინგლ. wave) – გარემოს მდგომარეობის ცვლილება (შეშფოთება), რომელიც ვრცელდება გარემოში და გადააქვს ენერგია.


არსებობს ტალღის რამდენიმე ძირითადი სახე:
ა) დრეკადი ტალღები – აღიძვრება მყარ სხეულებში, სითხეებსა და აირებში (ბგერითი და სეისმური ტალღები დედამიწის ქერქში დრეკადი ტალღების კერძო შემთხვევაა);
ბ) ელექტრომაგნიტური ტალღები (რადიოტალღები, სინათლე, რენტგენის სხივები და სხვ.).

ყველა ტალღის ძირითადი მახასიათებელი თვისება, მათი ბუნებისაგან დამოუკიდებლად, იმაში მდგომარეობს, რომ ტალღის სახით ხდება ენერგიის გადატანა ნივთიერების გადატანის გარეშე.

თუ შეშფოთების მიმართულება ემთხვევა ტალღის გავრცელების მიმართულებას, ტალღას უწოდებენ გასწვრივს (მაგალითად, ბგერითი ტალღები), ხოლო, თუ იგი ვრცელდება შეშფოთების მიმართულების მართობულად – განივს (მაგ., სიმის გასწვრივი ტალღა).


ზოგადად ტალღის მრავალი სახეობა არსებობს: აკუსტიკური, ალბათობის, ალის, ანარეკლი, არამილევადი, არაპოლარიზებული, არაწრფივი, აფეთქების, ბალისტიკური, ბგერის, ბრტყელი, გადაადგილების, გამვლელი, გამოსხივებადი, გა(ნ)ბნეული, განივი, გრეხითი, განშლადი, გარდატეხილი, გასწვრივი, გრავიტაციული, დამრეცი, დარტყმითი, დეციმეტრული, დე ბროილის, დიფრაგირებული, დიფრაქციული, დრეკადი, ელექტრომაგნიტური, ზედაპირული, ზვირთცემის, ზღვრული, ინერციული, იძულებითი, კოსმოსური, კოჰერენტული, კრებადი, მდგარი, მვარდნი, მზიდი, მიკრონული, მილევადი, მიმოქცევის, მიწისპირა, მოდულირებული, მოკლე, მომდევნო, მომვლები, მონოქრომატული, მოქცევის, მოხეტიალე, მსრბოლი, ნეგატიური, პარციალური, პირდაპირი, პოზიტიური, პოლარიზებული, რეზონანსული, საკონტროლო, საკუთარი, სამუხრუჭო, საპოლარიზაციო, საშუალო, სეისმური, სივრცული, სითბური, სიღრმის, სინუსოიდური, სპირალური, სფერული, ტროპოსფერული, უკუცემის, ულტრაბგერული, ულტრამოკლე, შუალედური, შუქის, ციური, ძაბვის, ძირითადი, წაკვეთილი, წინამავალი, წნევის, წრიული, წრფივი, ცილინდრული, ჰაერისა და სხვა.


ტალღის სახეობებია:

ტალღა ტალღა – ტალღის სახეობა, რომელიც არის სივრცე-დროის გავრცელებადი შეშფოთება ფარდობითობის ზოგად თეორიაში.

დე ბროილის ტალღა – ტალღა, რომელიც კვანტურ მექანიკაში აღწერს ნაწილაკების ტალღურ ბუნებას.

ელექტრომაგნიტური ტალღა – ტალღა, რომელიც ვაკუუმში ვრცელდება სინათლის სიჩქარით. მას მიეკუთვნება: მიკროტალღა; ინფრაწითელი, ხილული, რადიო, ულტრაიისფერი, რენტგენისა და გამა გამოსხივება.

ინერციული ტალღა – ტალღა, რომელიც არსებობს მბრუნავ სითხეში. ამ ტალღის აღმდგენ ძალას კორიოლისის ძალა ეწოდება.

სეისმური ტალღა – რხევები, რომლებიც ვრცელდება დედამიწაში მიწისძვრის, აფეთქებებისა და რხევის სხვა წყაროების კერებიდან. ეპიცენტრიდან მოშორებით სეისმური ტალღები დრეკადი ტალღებია. განარჩევენ P გრძივ, S განივ და L ზედაპირულ სეისმურ ტალღებს. P ტალღებში რხევა მიმდინარეობს ტალღის გავრცელების მიმართულებით, S ტალღებში კი ტალღის გავრცელების მართობულად. გრძივი და განივი ტალღების გავრცელების სიჩქარე ერთსა და იმავე გარემოში განსხვავებულია. P და S ტალღები წყაროდან ყველა მიმართულებით ვრცელდება, ამიტომ მათ მოცულობით სეისმურ ტალღებს უწოდებენ. სეისმური ტალღები სხვადასხვა დრეკადი თვისებების მქონე გარემოთა გამყოფ ზედაპირებზე გარდატყდება და აირეკლება – წარმოიქმნება გარდატეხილი და არეკვლილი სეისმური ტალღები დედამიწის ზედაპირთან (აგრეთვე ორი გარემოს გამყოფ ზედაპირთან დედამიწის წიაღში). L ზედაპირული სეისმური ტალღების ამპლიტუდა მეტია, ვიდრე გრძივი და განივი სეისმური ტალღებისა, გავრცელების სიჩქარე კი განივისაზე ნაკლებია. სეისმური ტალღების გარბენის დროის განსაზღვრით დედამიწის სხვადასხვა სიღრმეზე, გამოითვლება მათი გავრცელების სიჩქარე, რაც საშუალებას იძლევა შესწავლილი იქნეს დედამიწის სიღრმული აგებულება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები