ტაგანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაგანა – მცირე ზომის ხის ჭურჭელი, რომელთანაც მოხეური საპატარძლო ლექსი „ჩემო ხელის მომკიდეო“ არის დაკავშირებული. ოჯახის საქმიანობაში პატარძლის ჩაბმის სიმბოლურ საწყისს წარმოადგენდა ხევსა და მთიულეთში გავრცელებული „პატარძლის წყალზე გაყვანის“ ჩვეულება. კერძოდ, ხევში, პატარძალს წყაროზე წაიყვანდნენ, ხელისმომკიდე სავსე ტაგანასს აკიდებდა და შინ გამობრუნებისას მღეროდნენ:

ჩემო ხელის მომკიდეო,
ტაგანაი მომკიდეო;
თუ ტაგანას არ მომკიდებ
ხელი მაინც მომკიდეო.

გ. შეთეკაური

ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, მთიულეთი, 1930, გვ. 118;
  • მისივე, ხევი, 1934, გვ. 164;
  • ა. ყაზბეგი, თხზულებანი, ტ. V, 1950, გვ. 40.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები