ტაბატაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ტაბატაძე

გრიგოლ ტაბატაძე − (GREGORY TABATADZE), ქართველი დიპლომატი, 2009-2010 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, 2014-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყსა და ლიბანის რესპუბლიკაში.

დაიბადა 25 ივნისი, 1963 წელი, ქ. სიღნაღი, საქართველო.

განათლება:
1986 − დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი;
1985 − სწავლობდა კაიროს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გაირა არაბული ენის კურსი და წინასადიპლომო პრაქტიკა;
1993 − სწავლობდა აარონ ოფრის სახელობის დიპლომატიურ სკოლაში (ისრაელი);
1994 − კაიროს დიპლომატიურ აკადემიაში;
1995 − დაამთავრა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის, სტრატეგიული კვლევებისა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი.

სამუშაო გამოცდილება: საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები:
პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს, აღმოსავლეთის ქვეყნების განყოფილების გამგის მოადგილე;
პოლიტიკური დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სამმართველოს უფროსი;
პოლიტიკური დეპარტმენტის დირექტორის მოადგილე ახლო აღმოსავლეთის აზიის, აფრიკის და სამხრეთ აღმოსავლე აზიის ქვეყნების ხაზით;
აზიის, აფრიკის ავსტრალიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დირექტორის მოადგილე; დირექტორი. ევროპის დეპარტამენტის დირექტორი;
ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი.

მუშაობდა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში:
1996-1999 − ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2011-2014 − ამავე საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

ფლობს: ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და უკრაინულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები