სწროფავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სწროფავი — სოფელი საქართველოში, ფშავის არაგვის ხეობაში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო თემში. მდებარეობს ხორხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან 20 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.

სახელწოდება

სახელწოდება სწროფავი შეიძლება -ავ სუფიქსით წარმოქმნილ ერთეულად მივიჩნიოთ (ისევე როგორც: მანავი, თელავი, ბოდავი და სხვ.), მაგრამ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით სწროფ- ძირის მნიშვნელობაზე. ადგილობრივ არსებულ გადმოცემას თუ ვერწმუნებით, სწროფავი სოფლისათვის ადგილმდებარეობის მზიანობის გამო შეურქმევიათ: „ფიცხი ადგილია, ყველაფერი, ხილიც, ყანაც, სხვა მოსავალიც, სწრაფად შემოდის; მზისგული ადგილია და სიმხურვალით ადრე მოდის ყველაფერი“ (მარიამ შეთეს ასული ჩარბოდაშვილი). მაგრამ ამგვარი განმარტება მხოლოდ ხალხური ფანტაზიისა და გამომგონებლობის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები