სწავლების ხერხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სწავლების ხერხი - სწავლების პროცესში გამოიყენებენ სწავლების სხვადასხვა ხერხს, რომელიც შეესატყვისება სწავლების სხვადასხვა მეთოდების ძირითად პრინციპებს.
სწავლების ხერხებია: სიმულაცია-როლური თამაში (სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს), გონებრივი იერიში (ძირითადად, სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს), ვიზუალიზაცია - თვალსაჩინოების გამოყენება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს), ინსტრუქციის ნაბიჯ-ნაბიჯ მიწოდება (სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს), არაორდინალური კავშირების გაკეთება (სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს), რეზიუმირება - შეჯამება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს) და სხვ.