სფერული კოორდინატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sferuli koordinatebi.PNG

სფერული კოორდინატები − დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა Oxyz სივრცეში M წერტილის სფერული კოორდინატებია p, ϑ, φ რიცხვები, რომლებიც განისაზღვრებიან შემდეგნაირად: p არის მანძილი 0 წერტილიდან M წერტილამდე, ϑ - კუთხეა OImage004.gif ვექტორსა და 0z ღერძის დადებით მიმართულებას შორის, φ - კუთხე, რომელზეც უნდა მობრუნდეს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით 0x ნახევარღერძი იმისათვის, რომ შეუთავსდეს 0Sferuli ko005.png ვექტორს (N არის M წერტილის გეგმილი 0xy სიბრტყეზე). კავშირი სფერულ კოორდინატებსა და მართკუთხა კოორდინატებს შორის გამოისახება ფორმულებით:

x = p sinϑ cosφ, y = p sinϑ sinφ, z = p cosϑ.
აქ 0 ≤ p < ∞, -π ≤ φ ≤ π, 0 ≤ ϑ ≤ π

საკოორდინატო ზედაპირებია: კონცენტრული სფეროები 0 ცენტრით (p = 0M = const); 0z ღერძზე გამავალი ნახევარსიბრტყეები (φ = const); წრიული კონუსები წვეროთი 0 წერტილში და 0z ღერძით (∠ z0M) = const. სფერული კოორდინატები ორთოგონალურია.

ფორმულები, რომლებიც აკავშირებენ სფერულ კოორდინატებს მართკუთხა კოორდინატებთან ეკუთვნის ჟ. ლაგრანჟს (1773), სახელწოდება „სფერული კოორდინატები“ შემოთავაზებულია რ. ბალტცერის მიერ (1882).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები