სუჯაშვილი კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კობა სუჯაშვილი – დაიბადა 1941 წლის 3 აგვისტოს ყაზბეგში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1964).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე (1989-91).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.