სურნელოვანი ჰიგროფორუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Surnelovani higroforusi.PNG

სურნელოვანი ჰიგროფორუსი (ლათ. Hygrophorus agathosmus (Fr.) Fr. რუს. Гигрофор душистый)

ქუდი – 4-10 სმ დიამეტრისაა, ამობურცული, კუზისებურად, ლორწოვანი ზედაპირით, ნაცრისფერ-მოყვითალო, მომწვანო ან ნაცრისფერ-მურაა, შუაში მოთეთროა, წერტილოვან-მარცვლოვანი; კიდეები ღია ფერისაა, ფირფიტები დაღმავალია, მეჩხერი, თეთრი.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,8-1,5 სმ სისქისაა, თანაბარი ან ძირში ოდნავ გამსხვილებული, ქუდისკენ დაფარულია წვრილი წერტილოვანი ნაცრისფერი ქერცლებით, მოთეთროა.

რბილობი – თეთრი, მწარე ნუშის სუნით.

სპორები – კვერცხისებრი ან მარცვლისებრია, უფერული, 8-11X5-6 მკმ.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით, ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.

საჭმელად გამოიყენება ახალი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები