სურნელოვანი კლიტოციბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Surnelovanilitocibe.PNG

სურნელოვანი კლიტოციბე (ლათ. Clitocybe odore (Fr.) Kumm. რუს. Говорушка анисовая)

ქუდი – 3-7სმ დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ ცენტრში ჩაჭყლეტილი და ბორცვაკით; კიდეები შებუსვილია; ჯერ ლურჯ-მომწვანოა, შემდეგ – ნაცრისფერი ან ყავისფერ-ნაცრისფერი, ფირფიტები ღია მოლურჯო.

ფეხი – 3-5 სმ სიგრძისა და 0,6-0,8 სმ სისქისაა, ფიფქოვანბოჭკოიანი ზედაპირით, ძირში ბუსუსიანი, ქუდისფერი.

რბილობი – მოთეთროა, ახასიათებს ანანასის მძაფრი სუნი.

სპორები – ელიფსისებრი, უფერული 6-7X3-4 მკმ.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამოიყენება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები