სუპერპოზიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუპერპოზიცია – ტერმინი ლათინური წარმოშობისაა super – „ზედ“, „ზემოთ“ და positio – „მდებარეობა“; იგი ნიშნავს „ერთის მეორეზე დადებას“, „ზედდებას“.

მაგალითად, სუპერპოზიცია მექანიკაში – ეს არის პრინციპი, რომლის თანახმად, ნივთიერი (მატერიალური) წერტილი ორი Masa003.png1 და Masa003.png2, ძალის მოქმედებით ზუსტად ისე მოძრაობს, როგორც ამ ძალების გეომეტრიული ჯამის ტოლი ერთი Masa003.png ძალის მოქმედებით: Masa003.png = Masa003.png1 + Masa003.png2.

ეს ტერმინი პირველად გვხვდება ინგლისელი მათემატიკოს უიტსტოუნთან (1833) და კოშისთან (1838). სუპერპოზიციის პრინციპის იდეა ეკუთვნის დ. ბერნულის; იგი წამოიჭრა სიმის ამოცანის ამოხსნასთან დაკავშირებით. მისი კვლევის დასაწყისი მიეკუთვნება 1828 წ-ს. ჰარმონიკთა ჯამის სახით ამოხსნის წარმოდგენის შესაძლებლობის შესახებ დასკვნა დ. ბერნულიმ გამოაქვეყნა 1741 - 1743 წლებში. იმ პირობების მკაცრი კვლევა, როდესაც ადგილი აქვს სუპერპოზიციის პრინციპს, პირველად ჩაატარა დუამელმა (1834).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები