სუბიექტი (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუბიექტი – ლოგიკაში – მსჯელობის საგანი, გრამატიკაში – ზმნის პირი, რომელიც ზმნურ ფორმაში მოქმედების ჩამდენად არის წარმოდგენილი: „მე ვ-აშენებ“, „ის მირბი-ს“.

განასხვავებენ:გრამატიკულ სუბიექტს, რომელიც ტრადიციულად ემთხვევა ქევმდებარეს; სემანტიკურ სუბიექტს, რომელიც გვევლინება როგორც აგენსი (მაგ., მოთხრობითი ბრუნვა ერგატიული წყობის ენებში ან სახელობითი ბრუნვა ნომინატიური წყობის ენებში) კომუნიკაციურ სუბიექტს, როგორიცაა რემა.

ცნება „სუბიექტის“ გამოყენება ლინგვისტური ანალიზის დროს გარკვეულ სირთულეებს აწყდება, მაგ. წინადადების გრამატიკული და ლოგიკური სუბიეტების განსხვავებისას. ასე, წინადადებაში „ირემი მოკლულ იქნა მონადირის მიერ“ გრამატ. სუბიექტია ირემი, ხოლო ლოგიკური – მონადირე.

სუბიექტის ცნება სირთულე ასახულია მის განსხვავებულ დეფინიციებში,რომელთაც გვთავაზობენ სხვადასხვა მიმდინარეობები (რელაციური გრამატიკა, ტრანსფორმაციული გრამატიკა ფუნქციონალური სინტაქსი…).

ქართულ ზმნაში სუბიექტი ვ-ის რიგის ნიშნებით აისახება:

მე ვ-ხატავ შენ (ჰ)-ხატავ ის ხატავ-ს.

სუბიექტური პირის ნიშნებია:

მხ. რ. მრ. რ.
1. ე 1. ვ - თ
2. ჰ,- ხ-, ს-, 0- 2. ჰ-, -ს, -0 – თ.
3. – ს, -ა, 3. – -ნ, -ენ, -ან, -ნენ, -ეს.

მაგრამ მოქმედების რეალურად ჩამდენი ყოველთვის არ ემთხვევა გრამატიკულ სუბიექტს: წინადადებაში – „კაცმა მეზობელს სახლები ააშენებინა“ – სუბიექტია „კაცმა“, თუმცა მოქმედების რეალური ჩამდენი მიცემით ბრუნვაში დასმული სახელია „მეზობელი“; წინადადებაში „ქვა გორდება“ სუბიექტია „ქვა“, მაგრამ მოქმედების გამომწვევი რეალური მიზეზი და ავტორი ზმნურფორმაში არ აისახება.

კ. გაბუნია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები