სუბელიანი გია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გია სუბელიანი – დაიბადა 1965 წლის 18 თებერვალს თბილისში.
განათლება – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1986).
სამუშაო გამოცდილება
- გეოლოგი (1986-90).
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ოჩამჩირის №109 საარჩევნო ოლქი, მერაბ კოსტავას საზოგადოება, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).