სტიმფალიური ფრინველები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერაკლე და სტიმფალიური ფრინველები.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 530 წ.) ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

სტიმფალიური ფრინველები(ბერძნ.) მითოსური კაციჭამია ფრთოსნები, რომლებიც არკადიის ქალაქ სტიმფალოსთან ბინადრობდნენ. მათ ბრინჯაოს ფრთები, ნისკარტები და კლანჭები ჰქონდათ. ისინი თავის ისარივით წამახულ ფრთებს სეტყვასავით უშენდნენ დედამიწას და უმოწყალოდ ანადგურებდნენ მიდამოებს.

ამ ფრთოსანთაგან ზოგი ჰერაკლემ ამოხოცა (გმირობა მეხუთე), ზოგიც ევქსინის პონტოსკენ (შავი ზღვისაკენ) გაფრინდა. იქ მათ მოგვიანებით არგონავტები აღმოაჩენენ.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები