სტივენსონი ედლაი ევინგ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტივენსონი ედლაი ევინგ II – (ინგლ. Adlai Ewing Stevenson II; 5 თებერვალი 1900 – 14 ივლისი 1965), აშშ-ის პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

1926 იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში სატელეგრაფო სააგენტო „International News Service“-ის კორესპონდენტად. 1927 ჩიკაგოში ეწეოდა იურიდიულ პრაქტიკას. ფ. რუზველტის პრეზიდენტობის პირველ წელს იყო სასოფლო სამეურნეო ადმინისტრაციის რეგულირების სპეციალური მრჩეველი.
1935-41 – ცნობილი იურიდიული ფირმის „სიჯლი, ოსტინ, ბერჯეს და სტიმის“ პარტნიორი, რომელიც ემსახურებოდა ჩიკაგოს მსხვილ საწარმო და ფინანსურ კომპანიებს.
1941-44 – სამხედრო-საზღვაო მინისტრის თანაშემწე.
1943 ხელმძღვანელობდა იტალიაში აშშ-ის ეკონომიკურ მისიას, ხალო 1944 – აშშ-ის სამხედრო სამინისტროს მისიას ევროპაში.
1945 – სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწე, მონაწილეობდა 1945 სან-ფრანცისკოში ჩატარებულ კონფერენციაში.
1946-47 – აშშ-ის დელეგატი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე;
1949-53 – ილინოისის შტატის გუბერნატორი;
1961-65 – აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.
(ორჯერ იყო წამოყენებული აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატად დემოკრატიული პარტიიდან (1952, 1956) და ორივეჯერ დამარცხდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები