სპეციალური ლათინურამერიკული საკოორდინაციო კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური ლათინურამერიკული საკოორდინაციო კომისია – Comisión Especial de Coordinatión Latinoamericana CECLA), დაარსდა 1963 გაეროს ვაჭრობისა და განვითარების I კონფერენციისთვის რეგიონის ქვეყნების მომზადების მიზნით.

კომისიის შექმნისას ლათინურამერიკული ქვეყნები – ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის მონაწილენი, რომლებიც შედიოდნენ ამერიკათაშორისო ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში, გახდნენ ამ ორგანიზაციის წევრები გადამწყვეტი ხმით, ხოლო აშშ-მა მიიღო დამკვირვებლის სტატუსი. კომისიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების I და II კონფერენციებზე ლათინური ამერიკის ქვეყნების პოზიციის კოორდინაციაში. კომისია მოითხოვდა განვითარებული ქვეყნების ბაზრებში თავისუფლად შესვლის უფლებას. მთლიანობაში კომისიამ ხელი შეუწყო ლათინური ამერიკის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში, 1973 შემდეგ კომისიის სესიები არ ჩატარებულა. 1975 ლათინურამერიკული ეკონომიკური სისტემის შექმნის შემდეგ კომისიის ფუნქციები გადაეცა მას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები