სოფლის მეურნეობის რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფლის მეურნეობის რუკა − (agriculture map), გამოსახავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგების გეოგრაფიულ განლაგებას, მისი განვითარების პირობებს და ფაქტორებს, გარემოსთან ურთიერთკავშირს. განასხვავებენ მემცენარეობის, მეცხოველეობის და მათი ქვედარგების რუკებს, მაგ.: მარცვლეული კულტურების, მევენახეობის, მეხილეობის, მეჩაიეობის, მეციტრუსეობის, მებოსტნეობის; აგრეთვე მესაქონლეობის, მეღორეობის, მეცხვარეობის, მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, მეაბრეშუმეობის და სხვ.