სოტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოტერი(ბერძნ.) „მხსნელი“, „მფარველი“ ეპითეტი იმ ღმერთებისა, რომელთაც ადამიანთა თუ სახელმწიფოთა მფარველებად თვლიდნენ. ეს ღმერთები იყვნენ: ზევსი, პოსეიდონი, აპოლონი, ასკლეპიოსი და სხვები. ქალღმერთებისათვის არსებობდა ამ ეპითეტის მდედრობითი ფორმა – სოტერა (რომშისოსპიტა).

ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ ღვთაებრივი სახე მიიღო, „სოტერი“ ანტიგონიდების, ლაგიდების, სელევკიდებისა და ზოგიერთ რომაელ მთავარსარდალთა (მაგ. პომპეუსის) ეპითეტადაც იქცა.

ადამიანთა თუ ლაშქართა ხსნის სამადლობელ მსხვერპლს სოტერიებს უწოდებდნენ.

სოტერის სახელი და ფუნქციები ქრისტიანობამაც მიიღო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები