სკამკვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკამკვანძი
სკამკვანძი

სკამკვანძი ეს კვანძი გამოიყენება საზღვაო საქმეში ე.წ. სკამის ჩამოსაკიდად. სკამი წარმოადგენს მოკლე დაფას, რომელიც გამოიყენება საზღვაო საქმეში მეზღვაურის ასაწევად ანძაზე ან ბორტიდან გადასაკიდებლად, მაგალითად, ბორტის შესაღებად ან სხვა სამუშაოს ჩასატარებლად. სკამი ამწევ გვარლთან მაგრდება ამ განსაკუთრებული კვანძით. ინგლისელები ამ კვანძს ხშირად “კვანძთა მეფეს” (კინგ ოფ კნოტს) უწოდებენ. კვანძთა შორის სკამკვანძი ერთ-ერთი უძველესია და მას ძნელად თუ შეედრება დადებითი თვისებებით რომელიმე მათგანი. სკამკვანძი ერთდროულად შეიცავს მარტივი კვანძის, სწორი კვანძის და შკოტკვანძის ელემენტების, ის ამავე დროს კომპაქტურია. ყველა ეს თვისება მას უნივერსალობას ანიჭებს. ის ძალზე მარტივი შესაკრავია, არასოდეს სრიალებს, ამიტომ არც იბოჭება და გვარლს არ აფუჭებს.

საჭიროების შემთხვევაში სკამკვანძი ადვილად იხსნება, ამისათვის საკმარისია კვანძი “გადავტეხოთ”.

სკამკვანძის მთავარ დანიშნულებად მაინც რჩება მისი გამოყენება დამზღვევ საშუალებად, უსაფრთხოების მიზნით. ამისათვის მის ყულფში ადამიანი ისე უნდა მოექცეს, რომ ყულფი იღლიებში ჰქონდეს ამოდებული. ასეთნაირად შეკრული კვანძი მოხერხებულია აგრეთვე წყალში გადავარდნილი ადამიანის ამოსაყვანად. სკამკვანძი შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე სხვადასხვა დიამეტრისა და მასალის გვარლების გადასაბმელად, ამ შემთხვევაში ისინი ყულფებით უკავშირდებიან ერთმანეთს.





წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები