სიღარიბის კულტურის ჰიპოთეზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიღარიბის კულტურის ჰიპოთეზა - (culture of poverty hypothesis), ჰიპოთეზა, რომელიც გამოხატავს ფუნქციონალურ დამოკიდებულებას სიღარიბესა და მის განმაპირობებელ ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა პიროვნების შეზღუდული, სუსტი ინდივიდუალური შესაძლებლობები, განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე, მუშაკთა ცუდი შრომითი ჩვევები, უნარები და ა.შ. შრომითი უნარების ხარისხს სპეციალისტები უკავშირებენ მეორეული შრომის ბაზრის პირობებს, სადაც, პირველადი შრომის ბაზრისაგან განსხვავებით, არსებული ცუდი პირობები უარყოფითად აისახება მუშაკთა კვალიფიკაციაზე და მათში ცუდ შრომით უნარებს აყალიბებს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები