სიუექლიქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სჲუექლიქ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Сюеклик) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება, რომელსაც ნათესავის გარდაცვალებიდან მერვე დღეს, ანუ სულის განკითხვის დღეს აწყობდნენ. მიცვალებულს განიკითხავდა 215 მოსამართლე, რომლებზსაც ყველაზე მეტად შემწვარი ხორცის სუნი სიამოვნებთ. ამიტომ საამდღისოდ 215 შამფური მწვადი უნდა შეეწვათ და გაეცათ. მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ჩონჩხი 215 ძვლისგან შედგებოდა და ყოველ შამფურს ერთი ძვლის ცოდვები უნდა გამოესყიდა. თუ ნათესავები მიცვალებულის დაკრძალვასთან და გლოვასთან დაკავშირებულ წესებს ზედმიწევნით არ შეასრულებდნენ, განრისხებული მოსამართლეები ადამიანის ჩონჩხს ანადგურებდნენ და ამით მას მკვდრეთით აღდგომის პერსპექტივას უსპობდნენ, ხოლო მის სულს აწამებდნენ. აღნიშნულის შედეგად სული „მოჩვენება“ (ханзур)გადაიქცეოდა და თავისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მავნებელი ხდებოდა. ასეთი სული-მოჩვენება ცდილობდა ახალ სხეულში ჩასაზლებას, რათა კეთილი ქმედებები განეხორციელებინა და სულთა საუფლოში თავისი ხვედრი შეეცვალა. იმისათვის, რომ სულის მავნებლობისაგან თავი დაეცვათ, მიცვალებულის ნათესავები ცდილობდნენ, დაკრძალვა-გლოვის ტრადიციული წესები დაეცვათ.


ლიტერატურა

Абдуллаева М. А. Трапезы в цикле поминально-погребальных обрядов балкарцев и карачаевцев // III всероссийские миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები